პროექტ Sendmoney24-ის პირველი ვერსია 2010 წელს შექიმნა, ბრიტანული საფინანსო კომპანიის დაკვეთით. მას შემდეგ პროექტი მუდმივად ვითარდებოდა და 2020 წელს შეემატა მობილური აპლიკაცია, აწყობილი React Expo პლატფორმაზე. სამწუხაროდ, 2023 წელს პროექტი დაიხურა იმ სანქციების გამო, რომლებიც CIS ქვეყნების კლიენტებს ეხებოდათ, ესენი კი მომხმარებლების საკმაოდ დიდ ნაწილს შეადგენდნენ.
შესაქმნელად გამოვიყენეთ AbsoluteCMS, მართვის სისტემა რომელიც ფრეიმვორკ Kohana-ზე იყო შექმნილი ჩვენ მიერ, მუშაობდა 2008 წლიდან და მოემსახურა 150-ზე მეტ ვებსაიტს.
დასაწყისში კლიენტს ერთი პირობა ჰქონდა: როცა პირველი ვერსია დასრულდებოდა, სერვისის ტექნიკური ნაწილის და შენახვის ხარჯები მინიმუმამდე უნდა ყოფილიყო დაყვანილი, რაკი პროექტს უნდა ემუშავა ყოველგვარი რეკლამის გარეშე პირველი 3-4 წელი. ამიტომაც, ყურადღება გამახვილდა ინტერფეისის შექმნაზე, რომელიც ოპერატორებს და ადმინისტრატორებს საშუალებას მისცემდა ემუშავათ დამოუკიდებლად, ტექნიკური ჯგუფის გარეშე. პროექტის დაწყებიდან მის დასასრულამდე 2023 წელს, სისტემის პროგრამირებას ერთადერთი პროგრამისტი უძღვებოდა.
პირველ რიგში ჩვენ შევქმენით ტრანსფერების აგრეგატორი სისტემა, რომელიც ორმხრივად აწესრიგებს გადარიცხვის პარამეტრებს, ნებისმიერი ორი ქვეყნიდან, ნებისმიერი თანხის გადარიცხვა/მიღების მეთოდით და ნებისმიერ ვალუტაში. აგრეგატორ სისტემას შეუძლია დააწესოს ინდივიდუალური პარამეტრები ნებისმიერი შემომავალ ან გამავალ გადარიცხვაზე, მაგალითად ფიქსირებული ან პროცენტული საკომისიო, მინიმალური და მაქსიმალური ოდენობები, აუცილებელი დოკუმენტები და სხვა. რეალურად, ტრანსფერების აგრეგატორი არის სისტემის უმთავრესი ნაწილი.
კომპანიას არც იღებს ნაღდ ფულს და არც გასცემს. საერთოდაც, კომპანია შუამავლის როლს თამაშობს. საბოლოო ვერსიაზე, 25-ზე მეტი ბანკი, სწრაფი გადარიცხვის თუ გადახდის სისტემა იყო დაერთებული. აქაა რამდენიმე მათგანი:
გადახდის მიღება და გაგზავნა ხორციელდება ნახევრად ავტომატურად, თითოეულს სჭირდება ადმინისტრატორის თანხმობა.
ჩვენ მიერ შექმნილი ფუნქციონალიდან შემდეგს გამოვყოფდით:
სისტემა ორ სერვერზეა გაშვებული: ერთი, რომელიც საიტის საჯარო ნაწილს ემსახურებოდა და მეორე, რომელიც პირად მონაცემებს დაშიფრულად ინახავდა. სერვერი და სოფტი შეესაბამება PCI სტანდარტებს ამ ტიპის საქმიანობისთვის და გავლილი აქვს საჭირო აუცილებელი შემოწმებები. ვებსაიტი და აპლიკაცია ხშირად მოწმდებოდა მესამე პირებისგან (მათ შორის, ხანდახან, დაუპატიჟებლად და საკმაოდ აგრესიულად), ხომ არ იყო ხარვეზები ანდა სისუსტეები უსაფრთხოების მხრივ.
გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ Sendmoney24-ის მენეჯმენტს მათი პროფესიონალიზმისა და ნდობისთვის. ყველაფერი რაც ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა მრავალი დისკუსიის შედეგია. ასე შევძელით რომ შეგვექმნა ნიშაში ერთ-ერთი საუკეთესო სისტემა, რომელსაც პრაქტიკულად არ სჭირდება ტექნიკური მხარდაჭერა (სჭირდება მხოლოდ ახალი საფინანსო პროვაიდერების დასამატებლად), მაშინ როცა მსგავს სერვისებზე დიდი ტექნიკური გუნდი და ათობით სპეციალისტი მუშაობს ხოლმე. სწორედ ასეთი ურთიერთგაგებისა და ნდობის გარემოში იქმნება სერიოზული და სტაბილური პროექტები.
10 წლის თანამშრომლობადავითთან ერთად შევქმენით არაჩვეულებრივი ტრანსფერების სისტემა. მას ჰქონდა დიდი ფუნქციონალი და იყო ძალიან მარტივი სამართავი. მიუხედავად მრავალი დაერთებული ბანკის, სწრაფი გადარიცხვის თუ გადახდის სისტემისა, ყველაფერი ძალიან სტაბილურად მუშაობს. ჩვენი კლიენტები კმაყოფილები არიან, ოპერატორებიც. განსაკუთრებით მინდა შევაქო დავითის პასუხისმგებლობა, როგორც შემსრულებლის და როგორც პიროვნების. ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყოველთვის ვგრძნობდით, რომ სისტემა საიმედო ხელში იყო და საჭიროების შემთხვევაში დავითი მოაგვარებდა ნებისმიერ პრობლემას. სამწუხაროა, რომ პროექტმა არსებობა შეწყვიტა. მადლობა ყველაფრისთვის.
Send Money 24 LTD
Alex Hunt , CIO