ბიზნეს ინტეგრაცია

ჩვენი კომპანია გთავაზობთ ტექნიკური ორგანიზებისთვის საჭირო სერვისებს თქვენი ონლაინ ბიზნესის ან წარმომადგენლობის განსავითარებლად, დაწყებული ტექნიკური ინსტრუმენტების შერჩევითა და შეფასებით, დამთავრებული ბიზნეს პროცესის მაქსიმალური ავტომატიზაციით.

სერვისის ეს კომპლექსი შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:

  • ბაზრის წინასწარი ანალიზი: ძირითადი კონკურენტები, არსებული ტექნიკური გადაწყვეტილებები, საიტები, აპლიკაციები და ონლაინ სერვისები
  • ბიზნეს პროცესის დაგეგმვა და ორგანიზება: საჭირო ინსტრუმენტები, სამუშაო პერსონალი, გეგმის რეალიზაციის ვადები და ინვესტიციის მოცულობა
  • ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავება ვებ ან მობილური აპლიკაციების ბაზაზე, არსებული გადაწყვეტების ადაპტაცია და ინტეგრირება. თუ რომელიმე ტექნიკური ინსტრუმენტი არ შედის ჩვენს კომპეტენციაში, მოვნახავთ ოპტიმალურ გადაწყვეტილებას და კომპანიას შესაბამის სფეროში, და ვუზრუნველყოფთ მათთან კოორდინაციას.
  • კლიენტებთან მუშაობის ორგანიზება, CRM სისტემის დაყენება, სწავლება ოპერატორებისთვის და მათი მუშაობის კოორდინირება.
  • სასერვერო გადაწყვეტები ონლაინ ინსტრუმენტების განსათავსებლად, 24 საათიანი მონიტორინგი და ტექნიკური მხარდაჭერა
  • მონაწილეობა კომპანიის სტრატეგიულ დაგეგმვასა და განვითარებაში (ტექნიკური ნაწილი)

მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ შეგვიძლია შევასრულოთ ტექნიკური პარტნიორის ანდა დამხმარის როლი არსებულ ან ახალ ბიზნესში. თუ რაიმეს შესრულებას თავად ვერ შევძლებთ, მოვიძიებთ საჭირო შემსრულებელს და როგორც თქვენი წარმომადგენელი, ვუზრუნველყოფთ მათთან თანამშრომლობას. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე შეგვიძლია ჩვენი საქმიანობა მხოლოდ თქვენი ცალკეული მითითებების შესრულებით შემოვფარგლოთ და არ ჩავერიოთ მთლიან ბიზნეს პროცესში.

ბოლოს შესრულებული პროექტებიდან აღსანიშნია

  • bord.ge – ტურისტული აგრეგატორი – სრული ციკლი, ბიზნეს იდეის შემუშავებიდან დაწყებული. საიტი, მომხმარებელთა მხარდაჭერის სისტემა, იურიდიული და საგადასახადო ასპექტები
  • farmpro.info – ტექნიკური გადაწყვეტა კენკროვანი კულტურების მოსავლის კრეფის აღრიცხვის და ორგანიზებისთვის (კომპანია Memoberry
  • sendmoney24.com – ონლაინ გადარიცხვები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ტექნიკური დაგეგმვა, საიტის და მობილური აპლიკაციის შექმნა, მომხმარებელთა დახმარების ცენტრის გამართვა, 15-ზე მეტი საფინანსო სერვისის ინტეგრაცია, მათ შორის ბანკების და სწრაფი გადარიცხვების
  • forter.ge – ტურისტული ტაქსი - სრული ციკლი, დაწყებული ბიზნეს იდეის შემუშავებიდან. საიტი, მობილური აპლიკაცია, მომხმარებელთა დახმარების ცენტრის გამართვა, იურიდიული და საგადასახადო ასპექტები

ჩვენი ინსტრუმენტები

Apache
Apache

Maria DB
Maria DB

JavaScript
JavaScript

Vue
Vue

Laravel
Laravel

Sass
Sass

Postman
Postman

MySQL
MySQL

Bootstrap
Bootstrap

Tailwind CSS
Tailwind CSS

Alpine Js
Alpine Js

Github
Github

React Native
React Native

PHP
PHP
გაინტერესებთ სერვისი? დაგვიკავშირდით.