ტურისტული ტაქსი Forter

ტურისტული ტაქსის სერვისი - მომხმარებლები ირჩევენ სასურველ მანქანასა და მძღოლს. საპარტნიორო სისტემა მძღოლებისთვის. პროცესის სრული ავტომატიზაცია.

ტურისტული ტაქსი Forter
კლიენტი
Forter
ინდუსტრია
ტურიზმი, ტრანსპორტი
მდებარეობა
თბილისი, საქართველო
ხანგრძლივობა
12 თვე
საიტზე გადასვლა

Forter საქალაქთაშორისო ტურისტული ტაქსის სერვისია სადაც მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს სასურველი მძღოლი და მანქანა. მანქანები ეკუთვნით მძღოლებს, რომლებთანაც საპარტნიორო შეთანხმებაა გაფორმებული.
სისტემა ავტომატურად ითვლის მგზავრობის საფასურს. ჯავშნის პროცესი სრულად ავტომატიზირებულია: საფასურის გადახდის შემდეგ მძღოლი იღებს შეკვეთას მარშრუტითა და სხვა საჭირო დეტალებით შეკვეთის შესასრულებლად.
სისტემა ასევე მოიცავს სამანქანო ტურების შერჩევის საშუალებას, რომლებიც წინასწარ შედგენილ ტურისტულ მარშრუტებს წარმოადგენს.

მძღოლებისთვის შევქმენით მობილური აპლიკაცია (React Expo პლატფორმაზე), რომელიც მოიცავს სრულ ფუნქციონალს საქმისთვის:

  • რეგისტრაცია/ავტორიზაცია
  • აპლიკაციის გაგზავნა, მანქანების დამატება, შეთანხმების ხელმოწერა
  • შეკვეთების მიღება და დამუშავება, მარშრუტი რუკაზე.
  • საკომისიოს ავტომატური გამოთვლა, ანგარიშზე თანხის შეტანის ნახევრად-ავტომატური სისტემა
  • სტატისტიკა

სამართავად შევქმენით შესაბამისი კომპონენტები არსებულ მართვის სისტემაში, რომლებიც ადმინისტრატორს/ოპერატორს საშუალებას აძლევს შეარჩიოს და აიყვანოს მძღოლი, მართოს შეკვეთები, გადახდები და ბევრი სხვა.
ასევე შევქმენით ინტერაქტიული რუკა ქალაქების, გეოგრაფიული ობიექტების, ღირსშესანიშნაობების ბაზაში დასამატებლად.

გამოყენებული ტექნოლოგიები:

ვებსაიტი და მართვის სისტემა

  • PHP 5.6
  • მართვის სისტემა: საკუთარი - AbsolutCMS დაფუძვნებული ფრეიმვორკ Kohana-ზე – მუშაობს 2008 წლიდან და მოემსახურა 150-ზე მეტ ვებსაიტს.
  • MySQL
  • Bootstrap 4
  • jQuery

მობილური აპლიკაცია

  • React Expo
საუკეთესო გუნდი

ვმუშაობდით დიდხანს, მაგრამ ზუსტად ის გამოვიდა რაც გვინდოდა. ყველაზე მეტად მეშინოდა რომ აპლიკაცია მძღოლებისთვის ძალიან რთული გამოვიდოდა მაგრამ რეალურად მარტივი და ინტუიტიური აღმოჩნდა. ძალიან კარგი სისტემაა მძღოლის და მანქანის არჩევის. ისიც მომწონს რომ ყველაფერი ავტომატიზირებულია. მადლობა და აუცილებლად დავხვეწავთ და განვავითარებთ სერვისს.


Forter

Andria Lobjanidze , Founder