საიტების მართვის სისტემა Doxa

ინტერნეტ რესურსების მართვის სისტემა დაფუძვნებული Laravel-ის და Vue.js-ის ფრეიმვორკებზე. აქვს საშუალება მართოს მრავალენოვანი და მრავალ-დომენიანი საიტები.

საიტების მართვის სისტემა Doxa
კლიენტი
Freeterium
ინდუსტრია
IT, პროგრამირება
მდებარეობა
თბილისი, საქართველო
ხანგრძლივობა
6 თვე

წლების განმავლობაში ჩვენ საკუთარ ფრეიმვორკზე ვმუშაობდით, რომელიც ოდესღაც პოპულარულ ფრეიმვორკ Kohana-ზე იყო დაშენებული. შევქმენით მართვის სისტემა AbsoluteCMS, რომელმაც 150-ზე მეტი ვებსაიტის შექმნას შეუწყო ხელი. სამწუხაროდ როგორც ფრეიმვორკი, ისე სისტემა მორალურად და ტექნიკურად მოძველდა. ამიტომაც, 2023 წლის ბოლოს გადავწყვიტეთ შეგვექმნა ახალი სისტემა და აქ გადმოგვეტანა ზოგიერთი კარგი ტექნიკური გადაწყვეტა ძველიდან. საწყისი ეტაპისთვის გადავწყვიტეთ არ დაგვეწერა მთლიანი CMS ნულიდან, არამედ გაგვეფართოვებინა Laravel-ის ძრავზე შექმნილი საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტა - "Bagisto - Laravel eCommerce Platform".

CMS Doxa

ამ მომენტისთვის Doxa საშუალებას გვაძლევს შევქმნათ პაკეტები და ვმართოთ ისინი. პაკეტები artisan-ით იქმნება და კონფიგურირდება ე.წ. კონფიგ ფაილებში. ფრონტენდისთვის მონაცემების წამოსაღებად იხმარება ე.წ. რეპოზიტორიები, რომლებსაც აქვთ სტანდარტული მეთოდები და ასევე შესაძლებელია დაიწეროს დამატებითიც. სისტემა მოქნილია და გაფართოვების საშუალებას იძლევა, რაც ძირითადად Bagisto-ს დამსახურებაა.

ორი ვებსაიტი უკვე შეიქმნა Doxa-ს დახმარებით, მათ შორის ის, რომელზეც ახლა იმყოფებით. ყველა ჩვენი პროექტი შემდეგი პრინციპით იქმნება: საიტი უნდა მუშაობდეს პროგრამისტის ჩარევის გარეშე - მენეჯმენტი სრულად გადაცემულია ადმინისტრატორებს, ოპერატორებს და კონტენტ მენეჯერებს.

Laravel-თან ერთად, ჩვენ ვხმარობთ Vue.js და Alpine.js ჯავასკრიპტ ფრეიმვორკებს.

მიმდინარე წელს ვგეგმავთ დავასრულოთ Doxa-ს პირველი ვერსია და გავხადოთ ხელმისაწვდომი გამოწერით. საბაზისო ვერსია იქნება უფასო, დამატებითი ფუნქციონალი კი ფასიანი.