ტურისტული აგრეგატორი BORD

ტურისტული აგრეგატორი საქართველოსთვის. ტურების კონსტრუქტორი, მარშრუტის დეტალიზაცია, შეკვეთის ავტომატიზაცია, ტრანსფერები, ჯავშნისა და გადახდის ინტეგრირებული სისტემა.

ტურისტული აგრეგატორი BORD
ინდუსტრია
ტურიზმი
მდებარეობა
თბილისი, საქართველო
ხანგრძლივობა
6 თვე
საიტზე გადასვლა

პროექტის პირველადი ამოცანა შემდეგი იყო: საქართველოში ბევრი კომპანია და კერძო პირია, რომელიც მომხმარებელს ტურისტულ და მასთან დაკავშირებულ სერვისებს სთავაზობს თუმცა ისინი მიმოფანტულები არიან და უმეტესწილად აკლიათ საჭირო ტექნიკური ინფრასტრუქტურა რომ კლიენტები ეფექტურად მოიზიდონ და მოემსახურონ, მაგალითად ონლაინ ჯავშნის და გადახდის სისტემები, სარეკლამო კამპანიის ორგანიზება და ა.შ. მეტიც, ზოგიერთს საკუთარი საიტიც არ აქვს.

BORD-ს სწორედ ეს დანაკლისი უნდა ამოევსო და შეექმნა საჭირო ინფრასტრუქტურა რათა სერვისები და მათი მიმწოდებლები ხარისხიანად ყოფილიყვნენ წარმოდგენილები, ყოფილიყო კარგი მომხმარებელთა მხარდაჭერის ცენტრი და მოქნილი ონლაინ ჯავშნებისა და გადახდის სისტემა.

ამას გარდა, BORD უნდა გამხდარიყო მიმზიდველი პლატფორმა ადგილობრივებისა და ტურისტებისთვის, საიტზე წარმოდგენილი დიდი არჩევანის გამო - პროექტის ერთგვარი სლოგანი იყო "ყველაფერი ერთ სივრცეში".

ასევე განიხილებოდა პროდუქტის საზღვარგარეთ გატანა, როგორც ნაციონალური ტურისტული აგრეგატორის - საპირწონედ ცნობილი გლობალური აგრეგატორებისა.

პროექტის ორგანიზება

გეოგრაფიული ობიექტების მონაცემთა ბაზა მოიცავს ქალაქებს, დაბებს, წყლის ობიექტებს (მდინარეები, ზღვები, ტბები და ა.შ.), მუზეუმებს, მეღვინეობებს, ღირსშესანიშნაობებს და ა.შ. თითოეული წარმოდგენილია აღწერითა და გალერეით და არის ტურისტული მარშრუტის ერთ-ერთი წერტილი ან/და აქტივობის ჩატარების ადგილი.

ტურების კონსტრუქტორი მარშრუტს სწორედ ამ გეოგრაფიული ობიექტების თანრიგით ადგენს. ამასთან, არსებობს ვარიაციის ფუნქციონალიც - საშუალება რომ მომხმარებელმა ამოირჩიოს ტურის სრული კომპლექტიდან მხოლოდ ნაწილი. მაგალითად, ერთ ლოკაციაზე შეიძლება სამი აქტივობა იყოს ხელმისაწვდომი: კაიაკით გასეირნება, ნავით და ჯეტსკი - კლიენტი ამოირჩევს იმას რომელიც მას სურს. თუ ტურზე ჯგუფი მიდის ეს ფუნქცია უფრო გამოყენებადი ხდება - მაგალითისთვის: ტური მოიცავს ღვინის დეგუსტაციას. ჯგუფის რამდენიმე წევრს კი საერთოდ არ აინტერესებს ღვინო. ამ შემთხვევაში ისინი უბრალოდ არ მონიშნავენ ჯავშნისას ამ აქტივობას და შესაბამისად, არც თანხას გადაიხდიან, ვისაც აინტერესებს კი მონიშნავს და ისიამოვნებს დეგუსტაციით - ისე რომ ჯგუფში არსებული სხვადასხვა ინტერესები ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ტრანსფერებია - ტურისტული აქტივობების ორგანიზატორებს ძალიან ხშირად არ აქვთ საშუალება კლიენტს სამანქანო მომსახურება შესთავაზონ, მაშინ როცა ასეთი აქტივობები უმეტესად ქალაქგარეთ იყრის თავს. ამიტომაც ერთადერთ ვარიანტად ტაქსის შეთავაზება რჩებათ ხოლმე. ამ პრობლემის გადასაწყვეტად ჩვენი მეორე პროექტი Forter გამოვიყენეთ, რომელსაც მძღოლებისა და მანქანების დიდი ბაზა აქვთ და კლიენტს ახლა უკვე შეუძლია ჯავშნის გაკეთებისას, დამატებით მომსახურებად ტრანსფერიც შეუკვეთოს. მომსახურების ფასი ავტომატურად გამოითვლება მანძილის, ავტომობილის ტიპის და მძღოლის მიერ დაწესებული ტარიფის მიხედვით.

ტურების კონსტრუქტორი ასევე საშუალებას იძლევა განისაზღვროს მონაწილეთა სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიები და ამის მიხედვით შეიზღუდოს მონაწილეობა ან დაწესდეს განსხვავებული ფასები. ასაკობრივი კატეგორიები თითოეული ტურისთვის შესაძლებელია განსხვავებული იყოს.

ასევე გვაქვს საშუალება დავაწესოთ სხვადასხვანაირი ტიპის ფასები, იქნება ეს ფასი განსაზღვრული თითო მონაწილეზე, ჯგუფზე თუ ერთგვარი გრადაცია, გამოთვლილი შესაბამისი ფორმულით ან მარტივად მითითებული ციფრებით.

ჯავშნისას შესაძლებელია მონაწილეთა რაოდენობის მითითება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ამორჩევა ამა თუ იმ ტურის შემადგენელი კომპონენტის (აქტივობის), დამატებით, ტრანსფერის შეკვეთა და საფასურის გადახდა.

ამ ამოცანის ფარგლებშივე შეიქმნა ინტერაქტიული ინსტრუმენტი გუგლის რუკაზე გეოგრაფიული ობიექტების დასამატებლად.

შევქმენით კატეგორიების ფუნქციონალი, რომლის საშუალებითაც ტურები შეიძლება დახარისხდეს სხვადასხვა კატეგორიებით: სეზონებით, ტიპით და ა.შ. ამასთან, საძიებო და ფიდბექების დამატების სისტემა, რომელიც მომხმარებელს ტურის დასრულების შემდეგ შეუძლია დატოვოს.

ამ მომენტში პროექტი დროებით შეჩერებულია ზედმეტად დაბალი ტურისტული აქტივობის გამო. დამკვეთი გეგმავს მუშაობის გაგრძელებას ტურისტული ნაკადის ზრდასთან ერთად და პროექტის შემდეგნაირად განვითარებას:

  • ავტომატიზირებული საპარტნიორო სისტემის დამატება ობიექტებისთვის/პირებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ტურისტების მოზიდვა
  • რესტორნების ჯავშნები
  • თეგების სისტემა
  • "მსგავსი პროდუქტების" ინტელექტუალური შერჩევა და მომხმარებლისთვის შეთავაზება, დაფუძვნებული მისი საიტის ნავიგაციის შედეგებზე.
  • ინტერფეისი ტურისტული კომპანიებისთვის ტურების/აქტივობების შესაქმნელად და დასამატებლად (ეს სწორედ ის კომპონენტია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს პროექტის მაქსიმალური ავტონომიურობა); კლიენტისა და ტურის/აქტივობის ორგანიზატორის უშუალო კომუნიკაციის საშუალების შექმნა.
  • ჩვენ ვფიქრობთ როგორ შევძლოთ გეოგრაფიული ობიექტების სისტემაში ავტომატურად დამატება. ასევე გვინდა რომ ყველა ობიექტი ინდივიდუალურად იყოს წარმოდგენილი, უნიკალური გალერეითა და აღწერით. გვაქვს იდეები და სავარაუდო გადაწყვეტები, ველოდებით მუშაობის გაგრძელებას.
  • არსებობს კიდევ უამრავი საინტერესო იდეა, თუმცა ისინი არ არიან ახლები და რეალიზირებულები არიან ამა თუ იმ ფორმით სხვა მსგავს პროდუქტებში. ჩვენთვის ამოცანაა რომ ეს ფუნქციონალი იყოს მაქსიმალურად მოსახერხებელი, გასაგები, ინტუიტიური და მოქნილი - ანუ გადავჭრათ ის პრობლემები რაც აშკარად არსებობს ტურისტულ აგრეგატორებს შორის, მათ შორის ყველასთვის ცნობილ, მსხვილ გადაწყვეტებში.
შესანიშნავი თანამშრომლობა

სასიამოვნო იყო ერთად მუშაობა. შემოქმედებითი ჯგუფია, ერთად შევიმუშავეეთ პროექტის კონცეფცია და სხვა დეტალები. ყველაფერი იმაზე ბევრად მალე შესრულდა ვიდრე გვეგონა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო გუნდის პასუხისმგებლობის განცდა და პერფექციონიზმი - არაფერი გაკეთებულა მხოლოდ იმიტომ რომ "ემუშავა", ყველაფერი გაკეთდა ისე, რომ იყოს მაქსიმალურად ფუნქციონალური და მოსახერხებელი. მოუთმენლად ველით ტურისტული სეზონის და დაგეგმილი სამუშაოების გაგრძელებას.


Smart Travel Georgia

Gio Beqauri